logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მცხეთაში და რუსთავში მსურველებს გაზის საფასური თვეებზე გადაუნაწილდება

"სილქ ბანკმა" და "სოკარ გაზმა" მომხმარებლისთვის კობრენდული პროდუქტის შეთავაზებაზე განაცხადეს. შეთავაზებით, სამომავლოდ თბილისელების მხოლოდ მცირე ნაწილი ისარგებლებს, ის კატეგორია, რომელიც "თბილისი ენერჯის" კვების ქსელში არ ხვდება.

"გაათანაბრე" განკუთვნილია რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლის გაზმომმარაგებელი "სოკარ ჯორჯია გაზია". 

"სილქ ბანკის" ცნობით, "გაათანაბრეს" ფარგლებში მომხმარებელს, მოხმარების ზრდის შესაბამისად, ზამთარში გაზრდილი გადასახადის გასტუმრება აღარ მოუწევს. რადგან გაზის საფასურს "გაათანაბრეთი" 2024 წელზე გადაანაწილებს, ფიქსირებული შესატანებით. 

აბონენტის 12-თვიანი გადახდის გრაფიკი 2023 წლის მომხარებული გაზის საფასურის მიხედვით განისაზღვრება.  თუმცა 2023-ის და წინა წლებისგან განსხვავებით, ის, ზაფხულში ნაკლებს ვეღარ გადაიხდის, რადგან ზამთრის საგადასახადო ტვირთი მთელ წელზე ნაწილდება. 

ამ დროისთვის გათანაბრების შესაძლებლობა მცხეთის, ქუთაისის და რუსთავის მომხმარებელს აქვს.

საქართველო პირველი არა აზიური ქვეყანაა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო - საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ

საქართველო პირველი არა აზიური ქვეყანაა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო - საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ

გამოგვყევით