logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

პირველად საქართველოში, პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლა შესაძლებელი გახდა - Root Academy გაიხსნა

პირველად საქართველოში, პოზიტიური ფსიქოლოგიის შესწავლა შესაძლებელი გახდა. აღნიშნულ კურსს დაინტერესებულ პირებს ახლად გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულება - „რუთ აკადემია“ სთავაზობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Root Academy-ის დამფუძნებელმა რეზი კალანდარიშვილმა განუცხადა, პირველი ნაკადი პოზიტიური ფსიქოლოგიის კურსზე სწავლას 6 თებერვლიდან დაიწყებს.

„გარდა ფსიქოლოგიისა, ჩვენს აკადემიაში მოსწავლეები პროფესიონალებისგან გაეცნობიან ისეთ პოპულარულ ინდუსტრიებს, როგორებიცაა - მარკეტინგი, დიზაინი და მენეჯმენტი. საწყის ეტაპზე, Root Academy მომხმარებლებს სწავლებას ონლაინ რეჟიმში შესთავაზებს, მარტის თვიდან კი უკვე გამოვაცხადებთ კურსებს, სადაც დასწრება ფიზიკურადაც იქნება შესაძლებელი. კურსების დასრულების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატიც, რომელიც კურსდამთავრებულებს კარიერულ განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა Root Academy-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კურსებზე დასწრება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია და Root Academy-ში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

„რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩევა Root Academy ბაზარზე არსებული სხვა აკადემიებისგან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული 100%-ით პრაქტიკულ სწავლებაზე, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ, ის ცოდნა, რომელსაც აქ მიიღებენ, რეალურად გამოიყენონ კარიერულ, თუ პირად ცხოვრებაში“, - განმარტა რეზი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, Root Academy-ის კურსები 2 თვიდან 9 თვემდე გრძელდება. სხვადასხვა კურსის ღირებულება კი, ხანგრძლივობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავებულია და 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

გამოგვყევით