მსოფლიო ტურნეს ორგანიზატორის Park Live World-ის ინფორმაციით, Rustavi International Motorpark-ში 16 ივლისს დაგეგმილი რიკი მარტინის კონცერტი გაუქმდა.
რიკი მარტინი, ლათინური პოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აიკონი, საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში პირველად უნდა წარდგენილიყო საქართველოს სცენაზე.
ამასთან, რიკი მარტინის კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით უნდა გამოსულიყო ავსტრალიელი მომღერალი ნატალი იმბრულა.