logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბათუმში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ

ბათუმში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ

1783335377

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს, ქალაქ ბათუმში, მასშტაბურ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაში - GIELRSA III International Annual Meeting, რომელსაც რადიოლოგიის, ქირურგიისა და ონკოლოგიის სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

,,რადიაციული უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნა - ეს არის თითოეული პაციენტის ფუნდამენტური უფლება და ჩვენი საერთო პროფესიული პასუხისმგებლობა. მხოლოდ თანამშრომლობით, ურთიერთპატივისცემითა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ადამიანი მიიღებს არა მხოლოდ ხარისხიან, არამედ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას“ - განაცხადა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში მოხსენება წარადგინა სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, სამედიცინო ფიზიკოსმა ნინო ესვანჯიამ, რომელმაც ისაუბრა რადიაციული უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობა ხელს უწყობს სამედიცინო საზოგადოებისათვის გამოცდილების გაზიარებას, სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კულტურის შემდგომი გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

გამოგვყევით