logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი – "საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები" ჩატარდა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი – "საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები" ჩატარდა

1780306700

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი – „საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები“ ჩატარდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ასევე, ორგანიზაციის გარეთ საქმიან ურთიერთობებში ეფექტიანი შედეგების მიღწევას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: კომუნიკაციის ფსიქოლოგიური საფუძვლები;
კომუნიკაციის ტიპები, დონეები და ბარიერები; ვერბალური კომუნიკაციის ტექნიკები - აქტიური მოსმენა, პოზიტიური და საქმიანი ფორმულირება; არავერბალური კომუნიკაციის ეფექტიანი გამოყენება; მომსახურების სტანდარტები და პრინციპები; რთული (სტრესული და კონფლიქტური) კომუნიკაციის მართვა და ემოციების რეგულაცია; ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები მომხმარებლის გაღიზიანების გარეშე.

ტრენინგი აერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს საჯარო სექტორში პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.

გამოგვყევით