logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1782891066

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე კაბალის არხის გამანაწილებლის 3000-მეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, არხი იწმინდება ნატანი მასისა და ბალახოვანი საფარისგან.

არხი სოფელ კაბალისა და მიმდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება სრულად მოწესრიგდება და გაუმჯობესდება.

გაწმენდითი სამუშაოები გაზრდის არხის გამტარუნარიანობას, რაც ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სეზონის განმავლობაში სარწყავი წყლით სტაბილურად და შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ეკონომიკა

გამოგვყევით