logo
Loading data...

"სამწუხაროდ, აგროსექტორში კვალიფიკაციის და განათლების ნაკლებობაა" - ლუკა ვარდოსანიძე

"სამწუხაროდ, აგროსექტორში კვალიფიკაციის და განათლების ნაკლებობაა" - ლუკა ვარდოსანიძე

1715078040

სამწუხაროდ, დღეს არამხოლოდ მეფუტკრეობაში, არამედ აგროსექტორში კვალიფიკაციის და განათლების ნაკლებობაა, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" კომპანია "დესპანის" წარმომადგენელმა ლუკა ვარდოსანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეფუტკრეებს ბიზნესის კუთხით სხვადასხვა შემოსავლის წყარო უნდა ჰქონდეთ.

"შარშან აკაციის თაფლის ექსპორტი განახევრდა. თაფლის წარმოება დამოკიდებულია კლიმატზე და თუ გასულ წელს იყო წვიმები და ამან შეამცირა წარმოება, არც წელს გვაქვს სახარბიელო წელი, რადგან  სიცხის გამო  ნაკლები მოსავალია.

თაფლი არის ძალიან მაგარი პროდუქტი, უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ ის  მეფუტკრესთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო არ არის. არსებობს  30-მდე პროდუქტი, რისი წარმოებაც მეფუტკრეს შეუძლია და აქედან შემოსავლის მიღება. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ კლიმატზე არ ვიყოთ ორიენტირებული და ვაწარმოოთ სხვადასხვა პროდუქტი.

კვალიფიკაციის ნაკლებობის აღმოფხვრას ცდილობს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება. ტარდება ტრენინგები რეგიონებში, რომლის ერთ-ერთი ფაზა მიმართულია ალტერნატიული პროდუქტების წარმოებაზე. გვინდა მეფუტკრეებს გავაცნოთ, რომ მეფუტკრეობა არ არის მხოლოდ თაფლი და შეიძლება საკმაოდ შემოსავლიანიც იყოს", - აცხადებს ლუკა ვარდოსანიძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით