საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ივნისში, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.9 ათასი ტონა მწვანილი.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება გაიზარდა 3%-ით.
მწვანილის წარმოება 7.0-8.5 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს და წლიდან წლამდე უმნიშვნელოდ იცვლება. მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი და 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა $2.12 მიაღწია, 2026 წლის იანვარი-ივნისში კი საშუალო საექსპორტო ფასი 2.38 $/კგ-ია.
მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა, რუმინეთი და სხვა