logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ფიტნეს ინდუსტრიის ერთ-ერთ გამოწვევად კვალიფიციური ინსტრუქტორების დეფიციტი რჩება" - "საკემატა ფიტნესი"

ფიტნეს ინდუსტრიაში მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, ხოლო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების ფონზე, სპორტ დარბაზები აქცენტს მომხმარებლისთვის უფრო ხარისხიანი მომსახურებისა და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე აკეთებენ. ამის შესახებ „საკემატა ფიტნესის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ბაჯელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

"მოთხოვნის კუთხით სტაბილური ტენდენციები ფიქსირდება და ზოგადად, ბაზარი ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე კონკურენცია იზრდება. შესაბამისად, თითოეული მოთამაშე ცდილობს მომხმარებელს მრავალფეროვანი სერვისები შესთავაზოს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ჯგუფური ვარჯიშები. ჩვენც ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს შესაბამისი ჯგუფები შევთავაზოთ", - აცხადებს ალექსანდრე ბაჯელიძე.

მისი შეფასებით, მიუხედავად ბაზრის განვითარების ტენდენციისა, სექტორის ერთ-ერთ გამოწვევად კვალიფიციური ინსტრუქტორების დეფიციტი რჩება. 

"პოზიტიური ამბავია რომ ბოლო პერიოდში  გაჩნდა პროფესიული  სასწავლებლები რომლებსაც სახელმწიფოს მიერ აღიარებაც გააჩნიათ, ეს თავის მხრივ სექტორში პროფესიული განათლების გამცემი ორგანიზაციების ხარისხის საზომადაც შეიძლება ჩაითვალოს.  აქვე გეტყვით რომ საკემატა აკადემიას - საქართველოს განათლების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა - სახელწოდება: ფიტნესმწვრთნელი (ფიტნეს მწვრთნელის პროფესიული კურსი)", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, „საკემატა ფიტნესი“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და ამ დროისთვის კომპანია  თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი (გლდანი და "ისთ ფოინთი"), ხოლო საკემატა აკადემია 2018-დან ახორციელებს პროფესიული განათლების პროგრამას - ფიტნეს მწვრთნელის პროფესიული კურსის მიმართულებით.

გამოგვყევით