logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენი მიზანია, რომ ლონდონის კაპიტალი საქართველოს ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" - გარეტ უორდი

"ჩვენი მიზანია, რომ ლონდონის კაპიტალი საქართველოს ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" - გარეტ უორდი

1783671731

“დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს უცხოური ინვესტიციის მთავარი წყარო" - ამის შესახებ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი აცხადებს, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს. 

"ჩვენ თბილისში  ჩავატარეთ დიდი ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად. ჩვენი მიზანი არის, რომ ლონდონის კაპიტალი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ბიზნესებისთვის” - აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი. 

საელჩოს ინფორმაციით,  ლონდონის საფონდო ბირჟის საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტი დასრულდა კონფერენციით „კაპიტალზე წვდომა: ლონდონის IPO-ს გზები ქართული კომპანიებისთვის“, რომელმაც გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განსახილველად.

ვიზიტის ფარგლებში ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გამართეს არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა ქართულ კომპანიებთან, რის შემდეგაც გაიმართა კონფერენცია. პროგრამა დასრულდა საელჩოში ბიზნეს მიღებით, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა უმასპინძლა და რომელმაც დამატებითი შესაძლებლობა შექმნა ბრიტანელ და ქართველ პარტნიორებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

კონფერენცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი ბიზნესკავშირების ხელშეწყობას.

გამოგვყევით