logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორვისგან დაცული იქნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორვისგან დაცული იქნება

1783670428

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე მდებარე მაშველის გრუნტოვან  არხს დაგროვილი ნატანი მასისგან წმენდს.

აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური და სამეურნეო პირობები; დატბორვის საფრთხისგან დაცული იქნება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფაც _ სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს  200-ზე მეტი ადგილობრივი აბონენტი.

კომპანიის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწების ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება თავიდან აირიდოს სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალი.

გამოგვყევით