logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაცია" სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული

"საქართველოს მელიორაცია" სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული

1759149000

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.

სოფლებში, რომლებიც მდინარეების ადიდების გამო დაიტბორა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდინარის კალაპოტში მოქცევის, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში ხევის ნაპირსამაგრი  სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ  გზას საძირკველი გამოაცალა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

გამოგვყევით