logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სეს-მა ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

1781597709

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი:  ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს  (გოჭები).

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

გამოგვყევით