საქართველოს რკინიგზამ 2025 წელი ₾153 მლნ-ის წმინდა მოგებით დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვის შედეგები თითქმის ყველა ფინანსურ მაჩვენებელში საკმაოდ გაუმჯობესებულია.
"2025 წელი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით დავხურეთ. კომპანიის წმინდა მოგებამ ₾153 მლნ შეადგინა, შედარებისთვის 2024 წელს ₾68 მლნ იყო. მიმდინარე წლის 5 თვის შედეგები თითქმის ყველა ფინანსურ მაჩვენებელში საკმაოდ გაუმჯობესებულია. მაგალითად, მოგება საოპერაციო საქმიანობიდან ₾29 მლნ-დან ₾85 მლნ-მდე გაიზრდა. ზოგადად, ძირითადად ყველა ფინანსური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ვფიქრობთ, მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება და 2026 წელს უკეთესი შედეგებით დავასრულებთ. საქართველოს რკინიგზაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გავატარეთ, როგორც საოპერაციო, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით. ზოგადად, ხარჯის რაციონალიზაცია განვახორციელეთ. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგები მოიტანა", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.