logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"IT პროექტების მართვის სწავლისას დავინახე თუ როგორი მრავალმხრივია ეს სფერო" - Skillwill-ის IT პროექტების მართვისა და ანალიზის კურსდამთავრებული

Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - სოციალური მედიის მენეჯმენტიდან IT პროექტების მართვამდე - როგორ შეარჩია პროფესიად ახალი ციფრული მიმართულება, რა იდეები გაუჩნდა სწავლის პროცესში და როგორ ხედავს საკუთარ მომავალს ამ სფეროში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი Skillwill-ის კურსდამთავრებული ნინო ბიგვავაა.

"დასაქმებული ვიყავი სოციალური მედიის მართვის მიმართულებით და აქ დავინახე როგორი მრავალმხრივია ზოგადად, ციფრული სფერო. მინდოდა, რომ ჩემი თავი სხვა ქვეშრეშიც მეცადა და აქედან გამომდინარე, IT პროექტების მართვის შესწავლა გადავწყვიტე. მენეჯმენტის კუთხე მაინტერესებდა და სოცმედია მენეჯმენტი ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლოს არის IT პროექტების მართვასთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე მუშაობენ და სხვადასხვა სპეციფიკაა, მაინც მგონია, რომ ერთმანეთთან ახლოს მდგომი პროგრამებით და პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ Skillwill-თან პარტნიორობით გამოაცხადა პროექტი და მისცეს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეესწავლათ ციფრული მიმართულებები. მე ავირჩიე IT პროექტების მართვა.

სწავლების პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კონკრეტულ პროგრამებთან შეხება არ მქონია, ჩემთვის ძალიან ახალი იყო და მენტორის და ასევე, თვითონ საქსეს მენეჯერის დახმარებით შევძელი, რომ რაღაცნაირად ერთიანი სურათი შემექმნა ამ პროფესიის შესახებ. მაქსიმალურად დაგვეხმარნენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანაში. გუნდებად დავიყავით და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტი შევქმენით. ვფიქრობ, რომ ეს პროექტები, რომლებიც კურსის ფარგლებში განვავითარეთ არ დავტოვო ჩანაფიქრად და შემდგომში განვავითარო, რადგან მართლაც ძალიან საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა დარჩეს.

Skillwill-მა ეგ შესაძლებლობა მოგვცა, რომ თეორია პრაქტიკაში გადაგვეტანა და შემდგომ, რაღაცნაირად, ინსპირაცია მოგვცემოდა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად გვემუშავა. რეალურ პროექტებზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ შეგვეძლო ჩვენი იდეები წამოგვეწია წინ. სრულად იდეიდან, განხორციელებამდე გვაქვს მიყვანილი გარკვეული პროექტები და მენტორის დახმარებით მუდმივ უკუკავშირს ვიღბდით - რამდენად საინტერესო იყო უშუალოდ იდეა, რამდენად სწორად ვავითარებდით ამ იდეას, რამდენად სწორად გადმოგვქონდა ყველაფერი პროგრამულად.

ასევე გვქონდა კარიერული განვითარების კომპონენტიც, სადაც მუდმივი უკუკავშირი გვქონდა Skillwill-ის HR-თან და საქსეს მენეჯერთან და ამის საშუალებით მოვარგეთ ჩვენი პორტფოლიო იმას, თუ რა მიმართულებითაც გვსურს მუშაობა. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ წავიდე აუცილებლად, რადგან რამდენიმე ისეთი იდეა ჩამოვაყალიბე ამ კურსის ფარგლებში, რომლებიც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ განვითარებას საჭიროებს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებდით პროექტის მართვის ნაწილში მუდმივად იცვლება და მუდმივად ვითარდება, ვფიქრობ, რომ საჭიროებს ასევე იმასაც, რომ მე ჩემი კვალიფიკაცია კიდევ უფრო ავიმაღლო და ამ კუთხით კიდევ უფრო განვვითარდე.

სამომავლოდ, ჩემს თავს ვხედავ ჩემს მიერ განვითარებული იდეების მართვის სათავეებში, რომ ვმართო კონკრეტული ციფრული პროდუქტი, რომელიც საზოგადოებას შესძენს უფრო მეტ განვითარებას და გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას,"-აცხადებს ნინო ბიგვავა. 

ბიზნესი

გამოგვყევით