logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Nvidia-მ Hugging Face-ის შესაძენად $13 მლრდ-იანი გარიგება გააფორმა

Nvidia-მ Hugging Face-ის შესაძენად $13 მლრდ-იანი გარიგება გააფორმა

1788797460

Nvidia-მ ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპ Hugging Face-ის 12.9 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ CNN წერს.  ეს ჩიპების მწარმოებელი გიგანტის მხრიდან ღია კოდის (open-source) AI ტექნოლოგიების გასაფართოებლად გადადგმული მასშტაბური ნაბიჯია.

Hugging Face, რომელიც ღია კოდის მოდელებისა და მონაცემთა ბაზების ჰოსტინგისა და მასზე წვდომის სერვისს წარმოადგენს, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის OpenAI-ის იმ მოდელებმა გატეხეს, რომლებიც ტესტირებისას კონტროლიდან გამოვიდნენ.

კომპანია ასევე იმ ფართო ინდუსტრიული დებატების ეპიცენტრშია, რომლებიც ეხება საკითხს — უნდა იყოს თუ არა მოწინავე AI ტექნოლოგიები ღია, თუ „დახურული“ (როგორც OpenAI-სა და Anthropic-ის პოპულარული მოდელები) და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად შეზღუდული. 

დახურული სისტემებისგან განსხვავებით, ღია კოდის მოდელები კომპანიებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გადმოწერონ პარამეტრები და ისინი კონკრეტული მიზნებისთვის მოარგონ. მათი უმრავლესობის აზრით, მოდელების საკუთარ ინფრასტრუქტურაზე გაშვება მომხმარებელთა კონფიდენციალურ მონაცემებს უფრო მეტად იცავს.

Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, ღია მოდელების მხარდაჭერა არაერთხელ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ისინი უსაფრთხოებას აუმჯობესებენ და ინოვაციებს აჩქარებენ. გარიგება Nvidia-ს იმ გეგმების განხორციელებაშიც დაეხმარება, რომლის მიხედვითაც კომპანია AI ბუმის ტექნოლოგიურ საყრდენად პოზიციონირებს.

გასულ კვირას ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ბოლო კვარტალში მისი გაყიდვები ორჯერ გაიზარდა და 96 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ინვესტორები კვლავ სვამენ კითხვას — გაგრძელდება თუ არა ინვესტიციების ბუმი AI ინფრასტრუქტურაში და შეძლებს თუ არა Nvidia მზარდი კონკურენტების ფონზე ლიდერობის შენარჩუნებას. Nvidia-მ უკვე განახორციელა მასშტაბური ინვესტიციები AI ეკოსისტემის გასავითარებლად, მათ შორის მხარს უჭერს სხვადასხვა ლაბორატორიას და აფინანსებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც მის ჩიპებს მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად ყიდულობენ.

გარიგების პირობების თანახმად, Nvidia Hugging Face-ის აქციონერებს 11.9 მილიარდ დოლარს გადაუხდის. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს კომპანიაში მომუშავე კადრების შესანარჩუნებლად. მარეგულირებელ უწყებებში გაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ტრანზაქციის დასრულება მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ნახტომია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 235 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემდეგ Hugging Face 4.5 მილიარდ დოლარად შეფასდა. Financial Times-ის ცნობით, გასულ წელს კომპანიამ უარი თქვა Nvidia-ს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მას 7 მილიარდ დოლარად აფასებდა, რადგან დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდა.

თუმცა, Hugging Face-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლემ დელანგმა, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში Nvidia-სთან გარიგებაზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხვდა — ღია კოდის AI „გარდატეხის წერტილში“ იმყოფებოდა და მას მეტი რუსურსები, მასშტაბი და თვალსაჩინოება ესაჭიროებოდა.

ფოტო: CNN 

გამოგვყევით