logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"Tether-ის შემოსვლა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის" - ავთანდილ კასრაძე

"Tether-ის შემოსვლა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის" - ავთანდილ კასრაძე

1779994440

კომპანია Tether-ის  შემოსვლა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, Tether-ი არის მსოფლიო გიგანტი და მისი შემოსვლა სიგნალია აბსოლუტურად ყველა დიდი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომ საქართველო საინტერესოა ბიზნესის კეთებისთვის, საქართველო საინტერესოა ტექნოლოგიების განვითარებისთვის და იმისთვის, რომ მათ აქ განათავსონ კვლევების ოფისები.

„შესაბამისად, ამ მიმართულებებით Tether-ის  შემოსვლა მნიშვნელოვანი იყო. ის არა მარტო როგორც კომპანია ისე შემოვიდა, არამედ შემოვიდა როგორც აქტიური მონაწილე ინოვაციური ეკოსისტემის იმიტომ, რომ მათ ქართულ სტარტაპებში ფულის დაბანდება დაიწყეს. მათ დაინახეს, რომ საქართველოში არის ძალიან ძლიერი ტალანტი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ პროდუქტებს“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით,  Tether-მა  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია - 15 მილიონ დოლარზე მეტი,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სტარტაპში - „სითი ფეისში“ განახორციელა. 

ცნობისთვის, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილად შეაფასა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს. მისივე თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.

გამოგვყევით