logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგული კამპანია 25-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების მარკეტინგული კამპანია 25-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია.

აჭარა ოთხი სეზონის განახლებულ ტურისტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. შესაბამისად მოლოდინი ძალიან დადებითია. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს როგორც მიმდინარე ჯავშნები, ასევე ორი კვარტლის მონაცემები. აჭარაში აქტიური საზაფხულო ტურისტული სეზონი გვაქვს. გაზრდილია საერთაშორისო  ვიზიტების ნაკადები, ასევე  ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო  აეროპორტში. ბათუმი შიდა ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ლოკაციაა.“- აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონმა 725 000-მდე საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.

წელს როგორც საზღვაო ზოლი ასევე მთლიანი მუნიციპალიტეტები ვიზიტორებს ხვდება განახლებული ტურისტული სერვისებით. ასევე პროდუქტებით. ბევრი სასტუმრო, კვების ობიექტი, ბრენდული  თუ საოჯახო სასტუმრო შეემატა რეგიონს."- აღნიშნა თინათინ ზოიძემ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში, სამივე საზღვრის კვეთის მიხედვით 2024 წლის 6 თვის მონაცემით საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა 2019 წელთან შედარებით ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

  • არაბთაბა გაერთიანებული საამიროები +797%
  • ყაზახეთი +121%
  • ლატვია +101%
  • ლიეტუვა +95.5%
  • საუდის არაბეთი +94.5%
  • ისრაელი +61%
  • ბრიტანეთი +39%
  • თურქეთი +19%
  • გერმანია +15.3

გამოგვყევით