logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისი" ₾15 მილიონად იყიდება

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მილიონ ლარად იყიდება, -  ამის შესახებ ინფორმაცია eAuction.ge-ზეა განთავსებული. 

ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო, ჯამური  ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია.

"სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი . სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოდგენილია დანართში. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები და უფლებები, რომლებიც მოიხსნება მყიდველისათის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის,"-აღნიშნულია eAuction.ge-ზე ატვირთულ ინფორმაციაში.  ოქროს საწმისის“ აუქციონი 18 აპრილს გამოცხადდა და  22 აპრილს დასრულდება.

შეგახსენებთ, ანაკლიაში მდებარე  სასტუმრო „ოქროს საწმისის“ განმკარგავია  შპს "სანი"

გამოგვყევით