logo
Loading data...

საქსტატი - 2023 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ₾2 მლრდ-ი ლარი დახარჯეს

საქსტატი - 2023 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ₾2 მლრდ-ი ლარი დახარჯეს

1707464580

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მონაცემების თანახმად, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

"აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 43.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.6 პროცენტს შეადგენდა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (35.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 1.0 მილიონი და 349.0 ათასი ვიზიტი.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 7.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9 პროცენტით შემცირდა და 906.7 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით