logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

სასტუმრო 75%-იანი დატვირთულობით მუშაობს, დამსვენებლები ძირითადად უცხოელები არიან - QUADRUM

ამჟამად, სასტუმრო 75%-იანი დატვირთულობით მუშაობს, დამსვენებლები ძირითადად უცხოელები არიან, - ამის შესახებ გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დამსვენებლებს შორის არიან არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან.

"აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით განსხვავებული არ არის. ჩვენი ტურისტულად აქტიური სეზონი შეიძლება ითქვას, რომ ამ თვეში სრულდება, რადგან როგორც წესი აპრილიდან მოთხოვნა იკლებს ხოლმე. 

ზაფხულის პერიოდში მცირე ნაწილი, მაგრამ ძირითადად კორპორატიული მომხმარებლების მხრიდან არის ხოლმე მოთხოვნა. ზაფხულის პერიოდში სასტუმროს არ ვხურავთ და მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ და ფასებიც იკლებს, იმისთვის, რომ გადასახადები დავფაროთ", - აცხადებს ირაკლი ერისთავი.

სასტუმროს დამფუძნებლის განცხადებით, გუდაურში ისევ მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ტროტუარები, კანალიზაციის სისტემა და ა.შ. 

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

გამოგვყევით