ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობას იწყებს.
დაგეგმილია 12 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენება: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ლენტეხში, ამბროლაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, გეგმავს რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობას.
გარდა ამისა, დაგეგმილია ქუთაისის „აიას“ სტადიონისა და თბილისში, ავჭალაში მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია.
ვარკეთილში კი აშენდება 2000 მაყურებელზე გათლილი ახალი, ბუნებრივსაფრიანი სტადიონი, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.