logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება? - პაატა კვიჟინაძის განმარტება

რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მლნ-ის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება? - პაატა კვიჟინაძის განმარტება

1769697780

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით გამოუშვა 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პირველად ეს ევროობლიგაციები საქართველომ 2008 წელს გამოუშვა და მას შემდეგ რამდენჯერმე (2011წ, 2021წ. და ახლა 2026 წ.) განახორციელა მისი რეფინანსირება (განახლება).

„რატომ არის ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი?

1)პროცენტი, რომლიც საქართველომ უნდა გადაიხადოს შედგება ორი ნაწილისაგან. პირველია დოლარის ღირებულება, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთია და აშშ-ის ცენტრალური ბანკი ადგენს, მეორე, ქვეყნის რისკიანობა, რომელიც 2008 წ. მაღალი იყო, 2011 წ. შემცირდა 3.5% - მდე, 2021 წ. კი - 2.07%-მდე და ახლა 2026 წ. 1.51%-ის დონეზეა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რისკიანობის მაჩვენებელი საუკეთესოა ჩვენი მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებისათვის.

2) საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნა 500 მლნ $-ზე მაღალი იყო და მისმა მოცულობამ რეკორდულ დონეს 2.8 მლრდ $ მიაღწია. ამ ფაქტორებით, ერთი მხრივ, პრაქტიკაში დასტურდება ჩვენი ქვეყნის მიმართ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი (დადებითი) მაჩვენებლები და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების დონეს. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის შემოსვლას და ქვეყნისათვის დაბალგანაკვეთიან უცხოური სესხის მოზიდვას. ამასთან, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საკრედიტო რეიტინგების ზრდას“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოგვყევით