logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ICI PARIS 12 დეკემბერს East Point-ში ახალ ფილიალს ხსნის

ICI PARIS 12 დეკემბერს East Point-ში ახალ ფილიალს ხსნის. როგორც პარფიუმერული კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლინა ქალდანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული ფილიალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია მომდევნო წლიდან გაფართოებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

"ჩვენ თითქმის ყველა დიდ ქალაქში ვართ წარმოდგენილები, მათ შორის, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში და ა.შ. სამომავლოდ შესაძლოა ჩვენი ფილიალი ფოთშიც გაიხსნას. ამის პარალელურად, გავფართოვდებით დედაქალაქშიც და სავარაუდოდ, 2 ფილიალი კიდევ დაგვემატება", - აღნიშნა ლინა ქალდანმა.

გარდა ამისა, ICI PARIS 2026 წლის იანვრიდან აპლიკაციის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც საწყის ეტაპზე ლოიალური ბარათის მომხმარებლებზე იქნება მორგებული. სამომავლო გეგმებში, კი აპლიკაციაში მომხმარებელს ექნება ე.წ. კაბინეტი, საიდანაც მაღაზიის მობილური ვერსიის ვებგვერდზე გადავა და პროდუქციის შეძენას იქიდან შეძლებს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზეც მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში შეუძლიათ. ამასთან, კომპანიას მიტანის სერვისი საქართველოს ყველა რაიონში აქვს.

შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე  ICI PARIS  სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. კომპანია  ჯამში 20 ფილიალს ფლობს. 

ICI PARIS  მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

ბიზნესი

გამოგვყევით