logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "ქარელის ხილმა" რუსთაველზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩირეული და თხილეული გადასცა

კომპანია "ქარელის ხილმა", რომელიც ბაზარზე "ჩიკორის" ბრენდით არის წარმოდგენილი, რუსთაველზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩირეული და თხილეული გადასცა. 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ანა ბეჟანიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ აქტივობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა.

"დაახლოებით, 400 ცალი სხვადასხვა სახეობის ჩირეული და თხილეული დავურიგეთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. ამ ეტაპზე, 15 სახეობის ჩირებს, შოკოლადიან ჩირებს და თხილეულს აწარმოებენ. "ქარელის ხილის" წლიური წარმადობა 200 ტონას შეადგენს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ. 

გამოგვყევით