logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მთავრობამ ბახმაროში "ორბი ჯგუფის" მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტში ცვლილებები შეიტანა

"ორბი ჯგუფი ბახმაროსა“  და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის, 2020 წლის 22  იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით, საპრივატიზაციო პირობის შესრულების ვადად არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. 

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული,  ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირება 2028 წლის 19 ივნისამდე უნდა დაიწყოს.  ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სასტუმროს ნომრების რაოდენობა არანაკლებ 120-ით  არის განსაზღვრული.

განკარგულების მიხედვით, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.  ამავე განკარგულებით,  "ორბი ჯგუფმა"  ბახმაროს პროექტში ცვლილებებისთვის 284 936 ლარი უნდა გადაიხადოს. 

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს  სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.

მრავალფუნქციურ სასტუმროს „ორბი ჯგუფი" აშენებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა. სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები ფაქტობრივად საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტით, მასშტაბური სასტუმროს მშენებლობით ბახმაროს ავთენტური იერსახე დროთა განმავლობაში  დაიკარგება და კოტეჯურ დასახლებას ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს. 

გამოგვყევით