logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ბრენდი Nickola's-ის ჭურჭელი და მამაკაცის სუნამო ბაზარზე ახალი წლისთვის გამოჩნდება

ქართული ბრენდი Nickola's-ის  ჭურჭელი და მამაკაცის სუნამო ბაზარზე ახალი წლისთვის გამოჩნდება. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ნიკოლას ქანთარია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ორივე პროექტის განხორციელება საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მისივე ინფორმაციით, ახალი სუნამო საუდის არაბეთის ერთ-ერთ კომპანიაში დამზადდა, ხოლო ჭურჭელი საქართველოში.

ნიკოლას ქანთარიას ცნობით, ბრენდი Nickola's-ის პირველ სუნამოს, რომელიც უნისექსი იყო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, ბრენდის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ ახალ პროდუქტზეც მაღალი მოთხოვნა იქნება.

“ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ახალი სუნამო უმაღლესი ხარისხის იყოს, რომელსაც მდგრადი სუნი ექნება. ესეც როგორც პირველი სუნამო ლიმიტირებული კოლექცია იქნება. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე 500-ს ერთეულს გამოვუშვებ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია კიდევ დავამატო”, - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.

რაც შეეხება ჭურჭელს - პროდუქცია მოიცავს ფინჯანს, თერმოჭიქას და სხვა წვრილ საყოფაცხოვრებო ნივთს. ნიკოლოზ ქანთარიას ინფორმაციით, ჭურჭელი ბრენდ Nickola's-ის ლოგოთი სტამბოლში "დაიბრენდება".

ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს.  Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.

გამოგვყევით