logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რამდენიმე დღეში ქართულ ბაზარზე ბრენდ Nickola's-ის წვერის მოვლის საშუალებები გამოჩნდება

რამდენიმე დღეში, დაახლოებით, 1 კვირაში ქართულ ბაზარზე ბრენდ Nickola's-ის წვერის მოვლის საშუალებები გამოჩნდება. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქანთარიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ხაზი თითქმის დასრულებულია.

„პროდუქცია თურქეთში იწარმოება, თუმცა დაბრენდვას თითქმის ყოველთვის საქართველოში ვაკეთებ. აქ თავად ვაკონტროლებ პროცესს და სხვა ქვეყნის სტამბებზე მეტად ვენდობი. ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლის შექმნისთვის ძალიან დიდი ენერგია და რესურსი ჩაიდო.

ზოგადად ვფიქრობ, რომ როდესაც ბრენდი გაქვს მხოლოდ ერთი ხაზი არ უნდა გქონდეს. შესაბამისად, ჩემს ბრენდს მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს“, - აცხადებს ნიკოლოზ ქანთარია.

რაც შეეხება უშუალოდ ბრენდის პროდუქციის ჯამურ გაყიდვებს, დამფუძნებლის ინფორმაციით, მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა.

ხოლო მისი მომხმარებლების უმრავლესობა ემიგრანტები არიან, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 60%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს.  Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.

გამოგვყევით