logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

წელს შიდა ბაზარზე 32 000 ტონა აზოტოვანი სასუქი გაიყიდა

წელს შიდა ბაზარზე 32 000 ტონა აზოტოვანი სასუქი გაიყიდა.  

როგორც „რუსთავის აზოტის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან საუბრისას განმარტა, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის მაჩვენებლები შემცირებულია.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შიდა ბაზარს 35 000 ტონა ამონიუმის ნიტრატი მივაწოდეთ.  მართალია, საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოების სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა სიმინდის კულტურებზე ფიქსირდება მოთხოვნა და სეზონის დასრულებამდე ვფიქრობთ, რომ რეალიზაციის იგივე რიცხვს დავაფიქსირებთ, რაც გასულ წელს იყო."-აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

რაც შეეხება აზოტოვანი სასუქრბის იმპორტს, "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის განმარტებით, იმპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა. 

"რამდენიმე ათასი ტონა აზოტოვანი სასუქი წელსაც  შემოვიდა, თუმცა ეს არ არის ის რაოდენობა რომ საფრთხე შეუქმნას ჩვენს რეალიზაციას და შესაბამისად, რუსთავის აზოტი რჩება საქართველოში აზოტოვანი სასუქების, კერძოდ, ამონიუმის ნიტრატის ძირითად მიმწოდებლად."-აღნიშნა ლევან ბურდილაძემ. 

გამოგვყევით