"წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5 პროცენტით განისაზღვრა,"- ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს.
უწყების ცნობით, 2025 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.