logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"დღეს ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა თუ ვინმეს აქვს მსოფლიოში, ეს არის საქართველო" - ლევან ჟორჟოლიანი

"დღეს ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა თუ ვინმეს აქვს მსოფლიოში, ეს არის საქართველო" - ლევან ჟორჟოლიანი

1769715005

დღეს თუ ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა ვინმეს აქვს მსოფლიოში, ეს არის საქართველო, სადაც ძალიან ცოტა გადასახადია ევროპულ ქვეყნებს რომ შევადაროთ და ინვესტიციისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის საუკეთესო გარემო, რადგან საგადასახადო წნეხი არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში  განაცხადა. 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, არსად არ დამტკიცებულა, რომ თუკი რაღაცაზე საერთოდ მოხსნი გადასახადებს, მომენტალურად სადღაც ფასები დაიწევს, პირიქით ხელს შეუწყობ, რომ უფრო მეტი მოგებით დაბრუნდეს სახლში კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენელი. 

 „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია ამ პროცესის განმავლობაშიც ნელ-ნელა ფასების კლებაც დაიწყოს. პარლამენტში იწყება უკვე ეს პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჯაროობას, რა განხილვაც მიდის დახურულ კარს მიღმა კომისიაზე, ეს ყველაფერი იქნება უფრო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული მომხმარებელი, რომელმაც იცის, თუ საიდან გამოდის ეს ფასი, რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ბიზნესთან მიმართებაში, რისგან შედგება ეს ფასები.

მე მოვისმინე ბევრი კომენტარი იგივე გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თუ ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა ვინმეს აქვს მსოფლიოში, ეს არის საქართველო, სადაც ძალიან ცოტა გადასახადია ევროპულ ქვეყნებს რომ შევადაროთ და ინვესტიციისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის საუკეთესო გარემო, რადგან საგადასახადო წნეხი არის ძალიან დაბალი. ეს მოსაზრებებიც მოვისმინეთ. არსად ეს არ არის აქსიაომატური კი არა, არსად არ დამტკიცებულა, რომ თუკი რაღაცაზე საერთოდ მოხსნი გადასახადებს, მომენტალურად სადღაც ფასები დაიწევს, პირიქით ხელს შეუწყობ, რომ უფრო მეტი მოგებით დაბრუნდეს სახლში კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენელი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოგვყევით