logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, გამოშვებამ და დასაქმებამ რეკორდული ოდენობა შეადგინა

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, გამოშვებამ და დასაქმებამ რეკორდული ოდენობა შეადგინა

1756890308

2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 60.3 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვება 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 13.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მეორე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.1 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.3 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. 2025 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტლის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა.

წელს ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით ბიზნეს სექტორის ბრუნვა 13.5%-ით გაიზარდა 116.3 მლრდ. ლარამდე, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვებამ 43.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც 14.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.

გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ზრდა 76.4%), ვაჭრობის (ზრდა 8.3%), მშენებლობის (ზრდა 3.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 15.1%) და დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.9%) სექტორებში გამოშვების ზრდამ.

2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე, გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით - 10.1%-ით და 2,317.6 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით სამუშაო ადგილები გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 12.0 ათასი კაცით, 5.5%-ით); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების (3.7 ათასი კაცით, 9.5%-ით); ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.2 ათასი კაცით, 5.3%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაციის (ზრდა 1.6 ათასი კაცით, 3.4%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 1.4 ათასი კაცით, 5.9%-ით) და დამამუშავებელი მრეწველობის (1.0 ათასი კაცით, 1.1%-ით) სექტორებმა შეიტანეს.

გამოგვყევით