logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პარლამენტმა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილება I მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილება I მოსმენით მიიღო

1756815834

პარლამენტმა  დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო.

კანონპროექტით წესრიგდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ან/და მასში ცვლილების თაობაზე განცხადების წარდგენის წესთან დაკავშირებული საკითხები.
გარდა ამისა, კანონპროექტით დგინდება მშენებლობის ნებართვის/შეტყობინების თაობაზე განცხადებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების დროებითი წესი.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით მოხდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების ნათლად განსაზღვრა. კერძოდ,  აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.

კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებს სივრცის დაგეგმარების გეგმებთან მიმართებაში კოდექსის დავალების შესრულებისთვის განესაზღვრებათ გონივრული ვადა - 2035 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა. ამავე ვადამდე (2035 წლის 31 დეკემბერი) გაგრძელდება მათთვის კოდექსში მოცემული მხარდაჭერის მექანიზმი.

როგორც ნინო ენუქიძემ აღნიშნა, შემოღებული იქნება საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების პრაქტიკა.

მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებულია მნიშვნელოვანი ცვლილება,  რომელიც მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითარების პროცესში ესთეტიკური პარამეტრების დადგენას ეხება.

გამოგვყევით