logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში მევენახეების შემოსავალი ₾35 მლნ-დან ₾300 მლნ-მდე გაიზარდა" - ირაკლი კობახიძე

სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველოში 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიეერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მლნ. დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 71 მლნ. დოლარს შეადგენდა.

"საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. საქართველოს მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველოში 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 ლნ. დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი 71 მლნ. დოლარს შეადგენდა. 35 მლნ. ლარიდან 300 მლნ-მდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი. ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 000 ტონას შეადგენს 

საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 000-ზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზაცია შეძლოს. დღევანდელი მონაცემებით უკვე გადამუშავებულია 80 000 ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც და უკვე გადამუშავებული 35 000 ტონა ყურძენი. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ძალიან სწრაფად დაბინავდეს მოსავალი, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველ დღე მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარ-ნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გამოგვყევით