logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი:საქართველოს საგარეო ვაჭრობა 9.2%-ით გაიზარდა

საქსტატი:საქართველოს საგარეო ვაჭრობა 9.2%-ით გაიზარდა

1791875640

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 534.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 153.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 381.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3 პროცენტით).

მათივე განმარტებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

გამოგვყევით