ჯანდაცვის სექტორის დაკრედიტება შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1 მლრდ ლარის სესხი აიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. 2025 წლის აგვისტოში ჯანდაცვის სექტორის საკრედიტო პორტფელი 1.4 მლრდ ლარს აჭარბებდა.
ჯანდაცვისგან განსხვავებით, გაზრდილია ფარმაცევტული სექტორის დაკრედიტება. მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, სექტორში 270 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხი იყო გაცემული. ზრდა 35%-ია. ამასთან, აგვისტოში ბიზნესის დაკრედიტება 45 მილიარდ ლარს შეადგენდა.