logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თებერვალში ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

თებერვალში ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

1711696500

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

გამოგვყევით