აქციების ბაზარი 2 მილიარდს უახლოვდება. 2023 წელს 1.8 მლრდ ლარამდეა ნავაჭრი. ზრდა საქართველოს ბანკის აქციებზე დადებული გარიგებების ხარჯზეა. 2023-ში 11 073 085 ერთეულ ფასიან ქაღალდზე ₾1.7 მილიარდის გარიგებები შედგა.
ამ დროისთვის ბირჟის სისტემაში 8 კომპანიის აქციებია განთავსებული, მათ შორის A ლისტინგში 43 მლნ ლარის 28 მილიონი აქცია.
B ლისტინგში ივაჭრება ლიბერთი, გრინ დაზღვევა და ჰოთელ ბათუმი. დანარჩენი, თელასის, ტრანსმშენის და სარაჯიშვილის განთავსებები არასალისტინგოა. ამავე კატეგორიაში რჩება, ჯერჯერობით, სანქცირებული ვითიბის შვილობილი ბანკის >200 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები.