logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ისტორიის ფურცლებიდან - საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა

ისტორიის ფურცლებიდან - საქართველოს სახელმწიფო ბანკი 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა

1753365300

დღეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის გახსნიდან 105 წელი გავიდა. ბანკი ზუსტად 1920 წლის 24 ივლისს იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა. 

ბანკის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის სახელით, ნოე რამიშვილმა მიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა და ბანკის მმართველი იასონ ლორთქიფანიძე. იასონ ლორთქიფანიძეს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.

საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების მიზნით მუშაობა 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში დაიწყო. 1919 წლის 31 დეკემბერს კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი "სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ".

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

გამოგვყევით