logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

1791463486

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა. ყველა მომხმარებელი, რომელიც 1–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ივაჭრებს კრიპტოთი და შეასრულებს კამპანიის პირობებს, ბიტკოინით დასაჩუქრდება. ბონუსი ტრანზაქციის  მიხედვით განისაზღვრება და ყიდვა-გაყიდვის ჯამური მოცულობის 0.5%-ს შეადგენს.

მაგალითად, თუ $15,000 დოლარის კრიპტოს იყიდი, შემდეგ $10,000 დოლარს გაყიდი, შენი ჯამური სავაჭრო მოცულობა $25,000 იქნება. შედეგად, ბონუსად 125 დოლარის ბიტკოინი დაგერიცხება.

ბონუსის მისაღებად საჭიროა:

  • კამპანიის ფარგლებში შეასრულო კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის სულ მცირე ერთი წარმატებული ტრანზაქცია
  • 31 ოქტომბრის 23:59 საათისთვის შენს კრიპტო ანგარიშზე აქტივების ჯამური ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ $10,000

კამპანია ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებიც:

  • კრიპტო ანგარიშს გახსნიან 2026 წლის 1–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით
  • უკვე ფლობენ კრიპტო ანგარიშს, მაგრამ 2026 წლის 1 აგვისტოდან კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის არცერთი წარმატებული ტრანზაქცია არ განუხორციელებიათ, 1 ოქტომბრის მდგომარეობით კი, მათი კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება $1,000-ზე ნაკლებია

ბონუსი კრიპტო ანგარიშზე ბიტკოინის სახით კამპანიის დასრულებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება. შესაბამის შეტყობინებას SMS-ით მიიღებ.

კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურია და დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.

გაეცანი კამპანიის სრულ წესებსა და პირობებს

დაიწყე კრიპტოთი ვაჭრობა თიბისის მობაილბანკში: https://app.tbcbank.ge/YiId/ln9hbzco

ეს არ არის ფინანსური რჩევა. გაითვალისწინე, რომ კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან.

გამოგვყევით