2024 წლის მეორე კვარტალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად გაუფასურდა. სებ-ის ანგარიშით, ამავე პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად გამყარდა, თუმცა საქართველოსთან შედარებით სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაცია უფრო მეტად გაიზარდა და ნომინალური გამყარებით შემცირებული კონკურენტუნარიანობა დააბალანსა.
Q2/2024-ში რეალური ეფექტური გაცვლთი კურსი 6.2%-ით გაუფასურდა და ისტორიულ ტრენდს დაუახლოვდა
კურსის გაუფასურებაში ძირითადი წვლილი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში საქართველოზე უფრო მაღალმა ინფლაციამ შეიტანა
დოლარის მიმართ ნომინალური კურსი წინა კვარტალთან შედარებით 2.6%-თ, ხოლო ევროს მიმართ 1.7%-ით გაუფასურდა.
ამასთან, ლარმა თურქულ ლირასთან განაგრძო გამყარება, რამაც 2.1% შეადგინა. რუსულ რუბლთან 3%-
ით გაუფასურდა.
შესაბამისად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 1.5%-ით გაუფასურდა, წლიურად კი 4.6%-ით გამყარდა.
რეალური ეფექტური გაცვლითი (ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებული კურსი) კურსი კვარტალურად 3.5%-ით, ხოლო წლიურად 6.2%-ით გაუფასურდა.
მეორე კვარტალში გაუფასურებაა ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში