ლარის სიმბოლო 12 წლისაა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ზუსტად 12 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო - ₾ დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება, კონცეფციის ავტორი კი მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა.
₾ - ეს იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის,"- ნათქვამია ინფორმაციაში.