logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-მა კრიპტო ვალუტით ვაჭრობაზე კიდევ 2 ლიცენზია გასცა

სებ-მა კიდევ ორი ციფრული საფულე დაარეგისტრირა მავერიკ სოლუშენი და შერი. VASPs ბაზარი უკვე 10 პროვაიდერით არის წარმოდგენილი. 

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) უმრავლესობა ბირჟის პლატფორმას ირჩევს. თუმცა ლიცენზირებულ კრიპტომოვაჭრეებს შორის არის სალაროთი მომუშავე Vasp-იც.

როგორც შერ888-ის დამფუძნებელმა გია აშკაშიძემ (გია და იგორ აშკაშიძეები შერ888-ის 50%-50%-ს ინაწილებენ) განაცხადა, შერის მომსახურება საოფისეა და არა ვირტუალური. მომხმარებელს, ფიზიკურად, შერ888-ის ოფისში ემსახურებიან.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებს, საოპერაციო, ე.წ. ცხელი საფულის მეშვეობით ასრულებს. კლიენტს შეუძლია ნებისმიერი მოდიფიკაციის საფულით მიაკითხოს, მათ შორის  ცივი საფულით, Ledger-ით, რომელსაც ფინტექ წრეებში მარტივ საფულედ მოიხსენიებენ. ციფრულია, თუმცა ნაკლებად მოდერნიზებული. გარკვეული პროცედურები ხელით სრულდება და კლიენტთა ის ნაწილი ირჩევს, ვისაც ჰგონია, რომ შემდეგ ვერსიებზე უფრო უსაფრთხოა და თავს მეტად დაცულად გრძნობს.

როგორც აშკაშიძემ განაცხადა, რამდენიმე ციფრულ ვალუტის, მ.შ. ეთერიუმის და ბიტკოინის კონვერტაციაზე მუშაობს, ძირითადად ციფრულ დოლარს USDTახურდავებს, ლარში და აშშ დოლარში ( და პირიქით).

მარეგულირებელი "ნაღდზე" მომუშავე პროვაიდერსაც იგივე მოთხოვნებს უწესებს.VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.კლიენტის ვერიფიკაციისთვის და კრიპტო wallet სკრინინგისთვის.

გამოგვყევით