Tether-ი საქართველოს უყურებდა როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას, სადაც შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს, ჩვენ გვაქვს მოქნილი სისტემები, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, Tether-ის შემოსვლა არის გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის მიიღოს გიგანტები და ყველა რისკის გათვალისწინებით, შეუქმნას ის გარემო, სადაც მუშაობა შეეძლებათ.
"დაახლოებით, 2 წელი ვმუშაობდით იმისთვის, რომ Tether-ი საქართველოში შემოსულიყო და ოპერირება დაეწყო. Tether-ი არის ფინტექ კომპანია, რომელიც შემოსავლიანობის მიხედვით არის მსოფლიო ხუთეულში. Tether-ის მსგავსი კომპანიების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა პირველ რიგში, საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის და უფრო მეტ ინვესტორს უხარია ქვეყანაში შემოსვლა.
ჩვენი გუნდს დიდი მიზანი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ფინანსურ სერვისებს შეუძლიათ უფრო იაფი და სწრაფი გახდნენ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს თუ რა რას ნიშნავს და ნელ-ნელა ამის მიმღებლობა ჰქონდეს.
თუ კომპანია ტექნოლოგიებს ჩამორჩება - ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში კონკურენციაში საერთოდ ვერ შევა და თუ ტექნოლოგიებს აჰყვება, მაშინ უფრო მეტი საშუალება ექნება, რომ განვითარდეს და უფრო მეტი დოვლათი შემოიტანოს ქვეყანაში", - აცხადებს ვაკო თურნავა.
შეგახსენებთ, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა დაანონსდა.