logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

გასულ წელს სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი $27 მლნ-მდე გაიზარდა

გასულ წელს სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი $27 მლნ-მდე გაიზარდა

1720527711

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 27 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა.

საუბარია  სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებზე, წნევის საზომ აპარატებზე, ენდოსკოპებზე, სისხლის გადასხმის აპარატურაზე, ნერვული სტიმულირების აპარატურასა და სხვა „წვრილ“ სამედიცინო ტექნიკაზე. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 26 მილიონ 792 ათასი აშშ დოლარია. 
 
იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ნიდერლანდები, გერმანია, ჩინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა. გასულ წელს  აღნიშნული პროდუქციის იმპორტმა 21მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

jandacva.ge

გამოგვყევით