2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში გამოშვებული საბანკო ბარათებით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ თითქმის 74 მლრდ ლარის მოცულობის, 950 მლნ-მდე ოპერაცია შესრულდა. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აგვისტოში ბარათებით 10 მლრდ ლარის გადახდა განხორციელდა. გადახდების ძირითადი ნაწილი, 88%-ზე მეტი საქართველოზე, ხოლო თითქმის 12% ქვეყნის გარეთ შესრულდა.
2026 წლის რვა თვეში ჯამურ ოპერაციებში, აზარტული თამაშები ლიდერობდა. სადაც მომხმარებლებმა საგადახდო ბარათებით 8.7 მლრდ გადაიხადეს, 6.4 მლრდ სასურსათო მაღაზიებში, ხოლო 2.5 მლრდ კვების ობიექტებში დახარჯეს.
საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მოიცავს ბანკომატებიდან თანხის განაღდებას, გადახდებს პოს-ტერმინალებით და ელექტრონულად, ონლაინ შოპინგს და სხვა.
მთლიანობაში, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათების რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა.