logo
Loading data...

ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 5.75%-მდე შეამცირა

ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 5.75%-მდე შეამცირა

1711469880

ჩეხეთის ეროვნული ბანკის (CNB)  საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ორკვირიანი რეპოს განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 5,75%-მდე შეამცირა.  ამავდროულად, მან იგივე ოდენობით შეამცირა დისკონტის განაკვეთი 4,75%-მდე, ხოლო ლომბარდის განაკვეთი 6,75%-მდე. გადაწყვეტილება ემყარება ზამთრის (თებერვლის) მაკროეკონომიკურ პროგნოზს.

გადაწყვეტილებას მხარი ცენტრალური ბანკის ხუთმა წევრმა დაუჭირა, ხოლო ორმა წევრმა მხარი დაუჭირა განაკვეთის 0,75 პროცენტული პუნქტით შემცირებას.

"ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე დაეცა, ამით ჩვენს ქვეყანაში განახლდა ფასების სტაბილურობა. თუმცა, ბანკის საბჭო ზომიერ ინფლაციურ რისკებს პერსპექტივაში კვლავ ხედავს. საბჭო საჭიროდ მიიჩნევს გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და სიფრთხილით მიუდგეს საკითხს. ამასთან, განახლებული ინდიკატორები უფრო მაღალია, მიმდინარე პროგნოზის საბაზისო სცენართან შედარებით.

შეხვედრის შემდეგ, ბანკის საბჭო თავის გადაწყვეტილებებს ახალი მონაცემებისა და ინფლაციის პერსპექტივაზე დაყრდნობით მიიღებს. განაკვეთების შემდგომი შემცირების ტემპი ძირითადად დამოკიდებული იქნება დაბალი ინფლაციური გარემოს შენარჩუნების შეფასებაზე, გაცვლითი კურსის განვითარებაზე, ფისკალური პოლიტიკის ეფექტზე ეკონომიკაზე, შრომის ბაზრის მდგომარეობის ანალიზზე და შიდა ან გარე ფაქტორებზე. ასევე საბჭო შეაფასებს საპროცენტო განაკვეთის შემცირების გავლენას საკრედიტო საქმიანობაზე და შემდგომში რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე,"-ნათქვამია CNB-ის განცხადებაში. 

ამავდროულად, ბანკი აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს ჯერ კიდევ შემზღუდველ დონეზე, თუ ინფლაცია, განსაკუთრებით კი მისი ძირითადი კომპონენტი, არ განვითარდება პროგნოზის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ CNB-მ განაკვეთების თანდათანობით შემცირება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ დასრულებულა. საპროცენტო განაკვეთები რეალურად რჩება მნიშვნელოვნად პოზიტიური და აფერხებს ინფლაციას.

"ბანკის საბჭო ადასტურებს გადაწყვეტილებას - გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რათა დასტაბილურდეს ინფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში 2%-იან ნიშნულთან ახლოს,"-აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით