logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-ის წევრმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის წევრმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

1763035867

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ქვეყანაში ხორციელდება.

სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ახალი ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია, რის გამოც ComCom-მა გასულ წელს მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად 5G აუქციონები კვლავ გამოაცხადა, რის შედეგადაც დღეს საქართველოში 5G ტექნოლოგიას უკვე სამივე მობილური ოპერატორი ნერგავს.

კონფერენციის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები შეაჯამა და მობილური აბონენტების, მობილური ინტერნეტის მომსახურებებისა და ინტერნეტის მოხმარების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა პროექტ Log-in Georgia-ზეც, რომელიც რეგიონების მასშტაბით თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივებისთვის ინტერნეტზე წვდომის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“, ComCom-ის მხარდაჭერით უკვე 2000 კმ-მდე ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რომელიც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.  პროექტის ფარგლებში ჯამში 4500 კმ მაგისტრალური არხი აშენდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება. ComCom-ის წევრმა ასევე კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს 5 მუნიციპალიტეტის 65 სამიზნე სოფელში 200-ზე მეტი სემინარი ჩატარდა და ციფრულ წიგნიერებაში 2700 ბენეფიციარი გადამზადდა.

თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი, რასაც ხელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ციფრული ეკოსისტემის გაძლიერება შეუწყობს. ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ სტრატეგიული მიზნის მხარდაჭერისთვის კომუნიკაციების კომისია IXP-ისა და IP პირინგის ბაზრის განვითარების პროექტს ახორციელებს.

გარდა ამისა, ComCom-ის წევრმა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით გასულ წელს 125 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ComCom-ის წევრმა ყურადღება პლატფორმა Sheamotsme.ge-ზეც გაამახვილა, რომელიც, მისი განცხადებით, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი გაზომონ.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სიჭინავამ, რომელმაც ტელეკომ ბაზარზე არსებული ტენდენციები მიმოიხილა, ასევე, ComCom-ის მიერ განხორციელებული მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა და ტელეკომ ოპერატორის მიერ კონკურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, ღონისძიებაში ComCom-ის ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე მონაწილეობდა, რომელმაც აუდიტორიას საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობა, მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა და მიღწეული შედეგები გააცნო.

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

გამოგვყევით