საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„პირველი ექვსი წინადადება მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.
2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.
3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.
5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.
რა ნაცების ტოპტვინები…“ – წერს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.