logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სანქციები, არასერიოზულთან ერთად, შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის" - პრემიერი

"სანქციები, არასერიოზულთან ერთად, შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის" - პრემიერი

1718119200

სანქციები არის არასერიოზული, თუმცა, ამასთან ერთად არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე მოუწოდა პარტნიორებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და ქართველი ხალხის მიმართ სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლენისკენ.

„სანქციები არის არასერიოზული, თუმცა ამასთან ერთად არის შეურაცხმყოფელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“,- აღნიშნა კობახიძემ.

გამოგვყევით